ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"რედ კაფე" - საუკეთესო ადგილი საუზმისა და ლანჩისთვის
26/04/2011

პრესრელიზი

26 აპრილი,  2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მზია შარაშიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
BCV, ვაჟა-ფშაველას #71, VII სართ.
0186, თბილისი, საქართველო
ტელ.:  +995 32  201122 /
მობ.:   +995 77  222727                              
ფაქსი: +995 32  201122 /
mariam.tsulukidze@redix.ge

"რედ კაფე" - საუკეთესო ადგილი საუზმისა და ლანჩისთვის

[PUBLICITY.GE] თბილისი,  26 აპრილი , 2011 წელი - 27 აპრილს ოფიციალურად იხსნება "რედ კაფე" - ევროპული ტიპის ახალი ბისტრო, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ნატურალური, ჯანსაღი და დაბალკალორიული კერძები. "რედ კაფე" კომპანია "რედიქსის" HoReCa (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) ქსელში გაერთიანებული პირველი სწრაფი კვების ბისტროა და განთავსებულია კომპლექსში "ბიზნესცენტრი ვაჟაზე". კაფეს პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება ოთხშაბათს, 27 აპრილს, 13:00 საათზე (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #71).  

"რედ კაფეს" სამზარეულოს ყოველდღიური რაციონი მომხმარებელს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, დაბალანსებულ მენიუს სთავაზობს: სრულფასოვანი საუზმე 09:00-დან 11:00 საათამდე (არომატული ყავა, ახლად გამომცხვარი კრუასანები, რძის პროდუქტები, ტოსტები, კრეპები) და ლანჩის მრავალფეროვანი მენიუ 12:00-დან 16:00 საათამდე - სალათების, ცივი და ცხელი კერძების, წვნიანის, ადგილზე გამომცხვარი საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტით. ასევე, შესაძლებელია სპეციალური მომსახურებით სარგებლობა და ყავის, სენდვიჩების, ბაგეტებისა და ტოსტების თან წაღება.

"რედ კაფეში" უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო ნორმების დაცვას. ბისტრო აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით. კერძები მომზადებულია კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით. სამზარეულოში ერთმანეთისგან გამიჯნულია თევზის, ხორცის, ბოსტნეულის, პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ზონები. მუშაობს პროფესიონალთა გუნდი დიდი გამოცდილების მქონე მზარეულებით.

"რედ კაფეს" ინტერიერი შექმნილია ღია სამზარეულოს პრინციპით - სამზარეულო ინტეგრირებულია მომსახურების ხაზთან, საიდანაც თითოეულ სტუმარს აქვს საკვების მომზადების პროცესისთვის თვალის დევნების შესაძლებლობა.

"ახალ კაფეში ჩვენ 50 ადამიანი დავასაქმეთ. ამასთან, ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე `რედ კაფეს~ გახსნით, შევძლებთ კიდევ უფრო გამოვაცოცხლოთ საბურთალოს ეს მონაკვეთი და საკუთარი წვლილი შევიტანოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, კაფეს სიამოვნებით ესტუმრებიან როგორც ახლომდებარე ბიზნესცენტრების თანამშრომლები, ისე მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები", - აცხადებს კომპანია `რედიქსის~ გენერალური დირექტორი ბატონი ლაშა პაპაშვილი. 

"რედ კაფე" იმუშავებს ყოველდღე კვირის გარდა, 09:00-დან 20:00 საათამდე.
# # #


                         

წაკითხულია: 3047